სახმელეთო ჯარები

საზღვაო ძალები

საჰაერო ძალები

გვარდია

 

თავფურცელი

 

ეროვნული გვარდია

 

საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს ჩამოყალიბდა და ძირითადად მოხალისეებით დაკომპლექტდა. ის წარმოადგენს საქართველოს პირველ შეიარაღებულ ფორმირებას, რომელიც თანამედროვე ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების საფუძველი გახდა. გვარდია აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში არსებულ კონფლიქტებში. გვარდიის ამოცანებში შედის:

 

1).საგანგებო სიტუაციებისას (ბუნებრივი, ტექნოგენური, ეკოლოგიური ხასიათის) სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა;

 

2).სამობილიზაციო რესურსის აღრიცხვა, შესწავლა და მიწოდება;

 

3).შეიარაღებული ძალების შენაერთების, დანაყოფების და ნაწილებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე მოქალაქეთა მოზიდვა, შერჩევა და დაკომპლექტება;

 

4).სარიტუალო ღონისძიებების უზრუნველყოფა.

 

რაოდენობა : 550

 

ქვედანაყოფები : სამობილიზაციო შტაბები, საჩხერის სამთო სკოლა, სამედიცინო ბატალიონი, სარიტუალო ასეული, სამხედრო ორკესტრი, რეზერვისტთა მომზადების ბაზა.

 

www.geoarmy.info